ადამიანური რესურსების მართვის სისტემა
ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა
პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზაციისთვის, რაც საშუალებას იძლევა დროის ნაკლები დანახარჯით გაცილებით მეტი შედეგის მიღწევაში. ერთ სისტემაში არის თავმოყრილი თანამშრომლის შესახებ სრული ინფორმაცია, როგორც პირადი ასევე მისი კომპანიაში მოღვაწეობის მთელი პერიოდის შესახებ. მარტივად მოსაძებნი და ხელმისაწვდომია თანამშრომლის შესახებ ყველა მოვლენა, როგორებიცაა: ხელფასის მატება, პრემია, ბონუსი, დისც. სასჯელი, შვებულებები და ა.შ.. ავტომატურ რეჟიმში შეგვიძლია გავცეთ ორგანიზაციის ტიტულოვან ბლანკზე ცნობები თანამშრომელზე (მაგ.: ბანკში წარსადგენად, ხელფასის მითითებით), დავბეჭდოთ შიდა ბრძანებები და ხელშეკრულებები (მაგ.: დანიშვნა საგამოცდო ვადით, ხელფასის მატება, თანამდებობრივი გადაადგილება და ა.შ.), ამოვიღოთ სხვადასხვა ანგარიშგებები (მაგ.: დენადობა, საშუალო ხელფასი, შვებულებების ხარჯვა და ა.შ.)
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ელექტორნული სისტემა გაცილებით მარტივს, ეფექტურს და მოქნილს ხდის ორგანიზაციის ადამიანური რესურსების განყოფილების მუშაობას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომის ალბათობა.
პროგრამის ფუნქციონალი
ავტორიზაციის სხვადასხვა დონეები.
დასაქმებულთა სრული ბაზა.
დასაქმებულის პირადი ბარათი.
ხელფასის და ბენეფიტების დარიცხვა.
დისც. სასჯელი, დაზღვევა და სხვა დაკავებები.
შვებულება, თანამდებობრივი გადაადგილება და სხვა მოვლენები.
კონტრაქტების, ბრძანებების და ცნობების ავტომატური ბეჭდვა.
დაბ. დღის, გამოსაცდელი ვადის დასრულების და სხვა შეხსენებები.
სახელფასო უწყისის გენერაცია.
ანგარიშგებების მრავალსახეობა.
სტატისტიკური მონაცემების მრავალსახეობა.
მრავალი სხვა...
პერსონალის სია
მოცემულია დასაქმებულთა სრული სია, შეგვიძლია დავასორტიროთ ან გავფილტროთ ნებისმიერი სვეტი, ასევე ექსპორტი ექსელში.
დასაქმებულის პირადი გვერდი
აღნიშნულ გვერდზე ჩანს სრული ინფორმაცია თანამშრომელზე, მათ შორის სამუშაო გამოცდილება, ტრენინგები და ენები, ამას გარდა შეგვიძლია მივამაგროთ ნებისმიერი ფაილი, მაგალითად დასკანირებული სერტიფიკატი.
დარიცხვები და დაკავებები
მოცემულ რეესტრებში ხდება ყველა დარიცხვის და დაკავების გატარება თანამშრომლების მიხედვით.
სახელფასო უწყისი
სახელფასო უწყისში მოცემულია დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო დარიცხვების და დაკავებების გათვალისწინებით, მათ შორის არა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ამას გარდა პროგრამა თავად ახდენს პენსიის დაანგარიშებას კანონმდებლობის შესაბამისად, სრული ინფორმაციის ექსპორტი შესაძლებელია ექსელში.
რეპორტები და სტატისტიკა
ადამიანური რესურსების მართვის სისტემას გააჩნია რეპორტების და სტატისტიკური მონაცემების მრავალფეროვნება.